ამასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრმა თავის ევროპელ კოლეგებს ამომწურავი არგუმენტები გაუზიარა [...] მედიას არავითარი პრობლემა არ ექმნება, როდესაც ხელისუფლებასთან მიმართებით კრიტიკული შინაარსით მაუწყებლობს [...] აგრეთვე, სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს დიამეტრალურად მაღალია [...] მოქალაქეები საქართველოს სასამართლო სისტემაში ბევრად უფრო მეტად ამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს [...] რადიკალური ოპოზიცია და მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურად იმეორებენ, რომ თითქოს, დღეს სასამართლო და მედიაგარემო უარესია. რასაკვირველია, ეს არის ტყუილი. მაგრამ, ამ ტყუილს განეიტრალება სჭირდება და ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუნდაც ამ სფეროებში რა პროგრესი განიცადა საქართველომ.
tbl.ge/64gh
დაკოპირდა

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ. ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმასა და მედიის თავისუფლების გაძლიერებას ყურადღებას მიაქცევს.
ქართული ოცნებაარჩილ თალაკვაძეევროკავშირი-საქართველომართლმსაჯულების რეფორმამედიის თავისუფლება საქართველოში
ამავე თემაზე
- ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, თუ მთავრობა შეცვლის კურსს - EU ოპოზიციას
- იუკნევიჩიანე: ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო
- მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი - საგარეო ევროპარლამენტის ანგარიშზე
- გორდულაძე: ევროკავშირის ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან დაცლილია
- პაპუაშვილი რეზოლუციაზე: ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე




