საფრანგეთი

ლასერი: რუსეთის რომანტიზება ტიპურად ფრანგულია, მაკრონისთვის ის ტოლსტოისთან ასოცირდება

რუსეთის მომავალი უკრაინაზე, უკრაინის - საერთაშორისო მხარდაჭერასა და ევროკავშირზე, ევროკავშირი კი ძირითადად საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საკვანძოა საფრანგეთის პოლიტიკაც. მაკრონმა ბოლო გამოსვლაში ფრანგი დიპლომატები საჯაროდ და პირდაპირ რუსეთის მიმართ ზედმეტად მკაცრ დამოკიდებულებასა და დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, იგი ელჩებს კრემლთან ურთიერთობის დასტაბილურებისკენ მოუწოდებდა. აქამდე, იგი არაერთხელ შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების აუცილებობას, თუმცა მაკრონი არ ფიქრობს, რომ ეს ხვალ, ან უახლოეს მომავალში მოხდება. 

მაკრონის პოლიტიკა რამდენიმენაირად შეიძლება აიხსნას: პირველი, მაკრონის მთავარი მიზანი ევროკავშირში საფრანგეთის, როგორც მედიატორის პოზიციის აღდგენაა. მისი პოლიტიკის მთავარი დასაყრდენიც სწორედ ეგაა - არჩევის დღიდან, იგი შუალედურ პოზიციას ინარჩუნებს. რატომღაც ამის გასამართლებლად ყველა დე გოლზე მიუთითებს, თუმცა ზუსტად არავინ იცის, თუ რას იტყოდა დღეს დე გოლი. მეორე, მაკრონს ცუდი მრჩეველები ჰყავს - ისინი დროდადრო მაკრონს რუსეთთან ურთიერთობის დათბობისკენ მოუწოდებენ. 

მესამე, ის, რაც ტიპურად ფრანგულია - რუსეთის რომანტიზება. მაკრონისთვის რუსეთი პირველ რიგში ტოლსტოისა და დოსტოევსკისთან ასოცირდება. მან ამ კულტურულ აზროვნებას არაერთი გამოსვლა მიუძღვნა. გარდა ამისა, მაკრონს წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა აქვს, ის თვლის, რომ სახელმწიფო მმართველებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. სწორედ ეს სცადა ტრამპთან და დამარცხდა, იმავე გააკეთა ირანში და დამარცხდა, ახლა სწორედ ამას ცდილობს პუტინთანაც. ამ ყველაფერს მივყავართ ცუდ საგარეო პოლიტიკამდე. მიუხედავად ამისა, ის ბევრად უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან უკანასკნელ არჩევნებში 4 ძირითადი კანდიდატიდან 3-ს პუტინის მინიმუმ ესმოდა, თუ მას სრულ მხარდაჭერას არ უცხადებდა. 

თქვა ფრანგმა ჟურნალისტმა, იზაბელ ლასერმა მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და EPRC-ის თბილისში ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები