საქართველო-რუსეთი

რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას დააკვირდება

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთს გარეთ ქვეყნის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ლატვიასთან, ლიტვასთან და ესტონეთთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

"რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების გამოყენებაში, ინტერესების დაცვასა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში". - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები