რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ომბუდსმენი: 7 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს რუსეთში, 51-ის დაბრუნება შევძელით

UNIAN

შვიდი ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს რუსეთში. ამის შესახებ ამერიკის ხმის უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უკრაინის სახალხო დამცელმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

"რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი შვილები არ დაბრუნდნენ ჩვენთან, გამარტივდა მათი კანონმდებლობა შვილად აყვანის შესახებ".- თქვა ლუბინეცმა და აღნიშნა რომ ეს უკრაინელების გენოციდზე მიუთითებს. 

ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ რუს მოხალისეებთან თანამშრომლობით, 51 დეპორტირებული ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს.

ლუბინეცის თქმით, უკრაინას აქვს მექანიზმი ამ უკანონოდ გაყვანილი ბავშვების დასაბრუნებლად.

"ჩვენ პრაქტიკულად ვატარებთ სპეცოპერაციებს მათ გადასარჩენად. მოხალისეები ძალიან გვეხმარებიან". - განაცხადა ომბუდსმენმა.

უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანის ფაქტებზე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროსაც მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები