რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენოდოლსკში ოკუპანტების თავდასხმას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 10 ადამიანი

RIA

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ზელენოდოლსკის დასახლებაში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს

"ზელენოდოლსკში რუსებმა 9 წლის ბიჭი მოკლეს. სადილის შემდეგ, ოკუპანტებმა ზელენოდოლსკის მოსახლეობა ორჯერ დაბომბეს. 10 ადამიანი დაშავდა, უმრავლესობა მძიმედ". - წერს რეზნიჩენკო Telegram-ზე. 

დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დაბომბვის შედეგად 8 მაღალსართულიანი კორპუსი, მაღაზია, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა დაზიანდა. 

კომენტარები