რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA-ს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში 3 დღით დარჩებიან

რაფაელ გროსი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესვლა მოახერხეს. მისის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ IAEA-ს წარმომადგენლები დარჩებიან ატომურ ელექტროსადგურზე.

გროსის თქმით, მისიამ მოახერხა საკმარისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობის რამდენიმე საათის განმავლობაში, დეტალების დაზუსტების გარეშე.

მისივე თქმით,  IAEA-ს მისია ენერგოდარში, ელექტროსადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება, შემდეგ კი ქარხნის ტერიტორიაზე მისი დამკვირვებლების მუდმივი ყოფნის საკითხი გადაწყდება.

(IAEA) ექსპერტთა 14-კაციანი დელეგაცია კიევიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 31 აგვისტოს გაემგზავრა. 

1 სექტემბერს, ოკუპანტების მიერ დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა, რომელიც ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა დააზიანეს ეელქტროსადგურის 330 კვ დამხმარე ელექტროგადამცემი ხაზი. მათივე ცნობით, გარდამავალ რეჟიმში, დიზელის გენერატორების გაშვებით გამოირთვება N2 არამოქმედი ენერგობლოკის ელექტრომომარაგება.

ელენრგოატომმა აღნიშნა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ოკუპანტების დანაშაულებრივმა ქმედებებმა გამოიწვია დანაყოფის გამორთვა და სადგურის დეენერგია.


25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა

ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა უკანსკნელი მოქმედი ორი ენერგობლოკი. 

26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები