აფეთქება

კრიტიკულად მძიმეა დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილის მდგომარეობა

თამო ჯიჯელავა/FB-ჯგუფი - დიდი დიღომი/Didi Digomi

დიდ დიღომში საცხოვრებელის აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ დაუდასტურა. 

1 სექტემბერს, დილით დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და წლამდე ბავშვი. საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასწარი ცნობით, ისინი ნიგერიის მოქალაქეები არიან. სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები