ტროლები

"ჩემი ცოლის სხეულის ყველა ნაწილი მიყვარს" – პირს ბროსნანი ონლაინ-ტროლებს პასუხობს

Deadline

ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა ონლაინ-ტროლებს უპასუხა. ერთი კვირის წინ მსახიობმა ფოტო გამოაქვეყნა და თავის ცოლს, კილი შაი სმიტს ქორწინების 28 წლისთავი მიულოცა. 

"გილოცავ, ჩემო სიყვარულო. ჩვენ ვიცეკვეთ ამ ღამეს და დღემდე ვცეკვავთ. კიდევ ერთხელ გავაკეთებდი ამას". – წერს მსახიობი.

ფოტოს კომენტარებში არაერთმა ტროლმა გაუსვა ხაზი მსახიობის ცოლის ამჟამინდელ გარეგნობას. ნეგატიური კომენტარების ავტორებმა კილი შაი სმიტი წონის გამო დასცინეს. ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა ონლაინ-ტროლებს ამ სიტყვებით მიმართა:

"მეგობრებმა მას წონის დასაკლები ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, მაგრამ მე მისი სხეულის ყველა ნაწილი მიყვარს. ჩემთვის ის ყველაზე ლამაზი ქალია, მან ჩემი ხუთი შვილი გაზარდა. მე ყოველთვის მისი პიროვნება მიყვარდა და არა მისი სილამაზე და ახლა მე ის კიდევ უფრო მიყვარს, ვინაიდან ჩემი შვილების დედაა. ძალიან ვამაყობ ჩემი ცოლით და ყოველთვის ვცდილობ მისი სიყვარულის ღირსი ვიყო". – წერს მსახიობი.

პირს ბროსნანმა და ჟურნალისტმა კილი შაი სმიტმა 1994 წელს იქორწინეს. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. ბროსნანს ასევე 3 შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, მსახიობის პირველი ცოლი, კასანდრა ჰარისი 1991 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

კომენტარები