შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ცეცხლი შავნაბადას ტერიტორიაზე მდებარე ტყეს 28 აგვისტოს გაუჩნდა. ხანძარის ქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო.