24 თებერვლიდან მოყოლებული, ჯამში 27 760 უკრაინის დამცველი დაჯილდოვდა უკრაინის სახელმწიფო ჯილდოთი. ხელი მოვაწერე ძალიან მნიშვნელოვან, სპეციალურ განკარგულებას, რომ უკრაინის სახელმწიფო ჯილდო აგრეთვე გადაეცეთ ჩვენი ქვეყნის უცხოელ მეგობრებს, პარტნიორებსა და მათ, ვინც თავისუფლებისა და ცხოვრებისთვის ბრძოლაში გვეხმარება. გადაეცეთ მათ, ვისაც ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. გადაეცეთ მათ, ვისი მადლიერიც უკრაინა ყოველთვის იქნება. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მთელი ერის ბრძოლაა და მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი, რომ ის წარმატებული იყოს. ეს ბრძოლა უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბითაა. სწორედ ამიტომ, უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს. მსოფლიოში თავისუფლებისთვის წარმატებული ბრძოლა არ შეიძლება, მხოლოდ ცალკეული ადამიანების ან ცალკეული ქვეყნების ბრძოლა იყოს. ეს არის საერთო სამუშაო, საერთო შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ყველას ძალისხმევისა და სოლიდარობის წყალობით, ვინც აფასებს თავისუფლებას და ვინც არ ეგუება ტირანიას. თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენც გავიმარჯვებთ. მარადიული დიდება ჩვენს გმირებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: უკრაინის სახელმწიფო ჯილდო ჩვენი ქვეყნის მეგობრებსა და პარტნიორებსაც გადაეცემათ
tbl.ge/6453
დაკოპირდა

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
ამავე თემაზე
- უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
- ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
- "ფრენები ეკონომიკურ აზრს კარგავს" – რუსულ აზიმუტს საწვავის დეფიციტი აქვს
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ




