რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინამ ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოიტოვა

CNN

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ რუსეთთან ომში ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან მოიტოვა.

"ყველაზე ცუდი სცენარი ჩავლილია, ჩვენ ის უკან მოვიტევეთ. ჩვენ ბრძოლის ყველა ველისა და საბრძოლო ფრონტის სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ ქვედანაყოფების მცირე წინსვლით. ბევრი კარგი შემაკავებელი საშუალება შევქმენით". – თქვა რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა ომის ახალი ეტაპის დაწყების ზღვარზეა სხვადასხვა მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებით.

რეზნიკოვმა ასევე უპასუხა კითხვას, ეშინია თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მოსალოდნელი ომით დაღლილობის.

"მე ამას დაღლილობის სინდრომს ვუწოდებ და ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხესთან, ვთხოვოთ ხალხს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან საშიშია". – თქვა რეზნიკოვმა.

კომენტარები