ივანიშვილის დეპუტატები

ხუნდაძე დეგნანზე: შეურაცხმყოფელი ენა აირჩია – უკვე ენმ-ს მესიჯბოქსით საუბრობს

ჩვენ გვინდა დასავლური ურთიერთობები, არ ვაპირებთ რუსეთში დაბრუნებას, მაგრამ ასევე არ ვაპირებთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები გადავიყვანოთ ისევ უფროსი ძმის და მაღალი ტონალობის ჩვენი მხრიდან მხოლოდ მოსმენის რეჟიმში. კითხვებზე მას არ აქვს პასუხი. ეს არის უკვე მისგან გაცემული პასუხი, რომ მას არ შეუძლია არგუმენტების გაქარწყლება, გაბათილება იმ ჩვენს მიერ დასმული კითხვებისა, რაზეც მას ჩვენ ვთხოვეთ პასუხები. ამიტომ, მან აირჩია არა დიპლომატიური, შეურაცხმყოფელი ენა და გადადის ზოგად საკითხებზე. ასევე დააფიქსირა პოზიცია, როგორც მხარემ. ის საუბრობს უკვე ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსით, რაც ძალიან სამწუხაროა.

მან ისაუბრა შეუსრულებელ დაპირებებზე და ვფიქრობ, ის გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებას მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, დამატებითი კითხვები ჩნდება, ამერიკის ელჩს არ უნდა უკვირდეს მაჟორიტარული სისტემის უპირატესობა, როცა თვითონ ამერიკაში არის სუფთა მაჟორიტარული სისტემა. რაც შეეხება შეუსრულებელ დაპირებებს, სხვათა შორის, ამდაგვარი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ ჩატარდა არჩევნები და საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ისევ ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ელჩი თუ იწუნებს საზოგადოების ამდაგვარ გადაწყვეტილებას და მის დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ, სწორედ ეს არის ანტიდემოკრატიული.

თქვა ქართული ოცნებიდან წასულმა ივანიშვილის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. 17 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, "ვის წარმოადგენენ" და "რამდენად განსხვავებიან მმართველი პარტიისგან"

კომენტარები