რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარინი: არასწორია, რომ როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, რუსი ტურისტები მოგზაურობენ

სანა მარინი
AP

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ არ არის სწორი, რომ როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებების გამო უკრაინაში ადამიანებს კვდებიან, რუსეთის მოქალაქეებს  მოგზაურობა და ღირსშესანიშნაობების ნახვა შეუძლიათ.

"ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია". - თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა.

ამასთან ერთად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსი ტურისტებისთვის შეზღუდვების დაწესებას ეჭვქვეშ აყენებს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

”ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან ისინი რუსეთის რეჟიმს არ ეთანხმებიან. ჩვენმა გადაწყვეტილებებმა ქვეყნის დატოვება და რუსეთის ხელმძღვანელობისა და დიქტატურისგან თავის დაღწევა არ უნდა გაართულოს". - თქვა შოლმცა.

კომენტარები