სლოვაკეთმა უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცები Zuzana-2 გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი, იაროსლავ ნაგი ავრცელებს.
"სლოვაკეთი უდანაშაულო უკრაინელებს მათი სიცოცხლის დაცვაში ეხმარება! სიამოვნებით ვადასტურებთ, რომ პირველი 4 Zuzana-2-ის ჰაუბიცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია, რომლებიც მზად არიან, მოქალაქეები რუსი აგრესორებისგან დაიცვან". - წერს იაროსლავ ნაგი Twitter-ზე.