რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

დანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო იარაღსა და სარაკეტო სისტემებს გაგზავნიან

დანია უკრაინის დასახმარებლად დამატებით €110 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული თანხა სამხედრო იარაღს, აღჭურვილობასა და წვრთნებს მოხმარდება. ამის შესახებ დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც დანია და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ. 

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ ოოლასის თქმით, ლონდონი კიევს სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ასევე, ბრიტანეთი უკრაინას მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემებს (M31A1) გადასცემს, რომლებსაც დაახლოებით 80 კმ.-იანი რადიუსი აქვთ და მაღალი სიზუსტის არიან.

კომენტარები