რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პასუხისმგებლობის აგრესორიდან მსხვერპლზე გადატანა" – Amnesty International-ის ანგარიში უკრაინაზე

Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International-მა უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიაზე ჯარისკაცების განლაგებაში დაადანაშაულა, რითიც, მათი თქმით, სამხედროები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდნენ. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ანგარიში, რომელიც 5 აგვისტოს გამოქვეყნდა დეზინფორმაციად და პროპაგანდად შეაფასეს

  • "მცდელობაა, პასუხისმგებლობა აგრესორიდან მსხვერპლზე გადაიტანონ" - ზელენსკი

"არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს - თუნდაც ჰიპოთეზური - რაიმე პირობა, რომლითაც რუსეთის ნებისმიერი თავდასხმა უკრაინაზე გამართლდება. ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია არის არაპროვოცირებული, ინვაზიური და უბრალოდ [ტერორის აქტი]". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ანგარიშის მიხედვით, Amnesty International-ის წარმომადგენლებმა ნახეს, აპრილიდან ივლისის ჩათვლით უკრაინის აღმოსავლეთითა და სამხრეთით რამდენიმე ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა როგორ "განათავსეს ბაზები და იარაღების სისტემები" დასახლებულ ტერიტორიაზე. 

  • "ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა უკრაინული ძალები სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხეში აგდებენ და დასახლებულ რაიონებში მოქმედებისას ომის კანონებს არღვევდნენ". - წერია ანგარიშში. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა აღნიშნა, რომ ანგარიში რუსეთის ქმედებებს არ აკრიტიკებს და "შეისწავლის მსხვერპლის ქმედებებს ისე, რომ მოძალადის მოქმედებებს არ განიხილავს".

Amnesty-მ ადრე გამოაქვეყნა ანგარიშები, რომლებიც რუსულ ძალებს "განურჩეველი დაბომბვის კამპანიის წამოწყებისთვის, ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისა და მასშტაბური განადგურების გამო" აკრიტიკებდა. ორგანიზაციამ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში" მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში სეპარატისტულმა "სასამართლომ" ბრძანა ტყვედ ჩავარდნილი ბრიტანეთისა და მაროკოელი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა.

  • "გავაშუქებთ ადამიანის უფლებების დარღვევას - ყველგან და ყოველთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა მასზე პასუხისმგებელი". - ორგანიზაციის წარმომადგენელი

"ჩვენი უკრაინის დარღვევებთან დაკავშირებით დასვენების პარალელურად, ვაგრძელებთ რუსეთის შეჭრის დაგმობას. კვლავ ვითხოვთ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევებისა და ომის დანაშაულებისთვის რუსული ძალები პასუხისმგებლობაში მიეცეს. არასოდეს უგულებელვყოფთ ადამიანის უფლებების დარღვევას. ჩვენ გავაგრძელებთ მათ გაშუქებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას - არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა მათზე პასუხისმგებელი". - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

  • Amnesty-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

Amnesty-ის უკრაინის ხელმძღვანელმა ოქსანა პოკალჩუკმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან ეწინააღმდეგებოდა ანგარიშის გამოქვეყნებას და არ აქვს დოკუმენტის შეცვლის უფლება.

რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა მედიამ მოსკოვის მტკიცების მხარდასაჭერად ანგარიში რამდენიმეჯერ გამოიყენა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა Amnesty International-ის დოკუმენტი მოიყვანა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს

  • "ეს კვლევა რუსული პროპაგანდის მანქანის ინსტრუმენტად იქცა". - აღნიშნა პოკალჩუკმა

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ისინი ყოველთვის ყველა შესაძლო ზომას იღებენ. ბრიტანული თავდაცვის კვლევითი ცენტრის, სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის პროფესორმა ჯეკ უოტლინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედროები რეგულარულად მოუწოდებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას დაეტოვებინათ საომარი მოქმედებები და, ამასთანავე, ხელს უწყობდნენ მათ ევაკუაციაში. 

რამდენიმე დასავლელი საერთაშორისო და სამხედრო სამართლის მეცნიერმა სოციალურ მედიაში ანგარიში კრიტიკულად შეაფასა: მათი თქმით, დოკუმენტი უგულებელყოფდა უკრაინაში საბრძოლო პირობებს.

ამ კვირის ანგარიშის კრიტიკაზე პასუხად, ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დამატებითი განმარტებისთვის ემზადებიან. 

კომენტარები