აგვისტოს ომი

ბოკერია: რაც უკრაინაში ხდება, 2008 წლის გაგრძელებაა, ჩვენი ვალია, მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს

დღეს არის დღე და ბოლო ფურცელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ადამაინები თავს სწირავდნენ. ბოლო ფურცელი იყო დღეს, 7 აგვისტოს ჩვენი მთავარი გარე მტრის აგრესიისა და ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ეს ბრძოლა, რომელსაც ამ ხალხმა თავი შესწირა არ დამთავრებულა, გრძელდება და ის, რაც უკრაინაში დღეს ხდება, არის იმავე ბრძოლის გაგრძელება. ჩვენი ვალია, ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს და არავის მივცეთ საშუალება ქვეყნის გარეთ, ან შიგნით, რომ ჩვენი თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს. 

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე.

​​​​​​​შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, 21:00-ზე, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" – აქციას გამართავს. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.

კომენტარები