დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელმა ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა

AP Photo/Hatem Moussa

პალესტინის მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად ახორციელებენ თავდასხმებს ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში.

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ დაიწყეს საჰაერო თავდასხმების ახალი ტალღა ისლამური ჯიჰადის საწარმო ობიექტებსა და საწყობებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში ისლამური ჯიჰადის სარაკეტო გამშვები პოზიცია დაარტყეს და გაანადგურეს ობიექტი, საიდანაც ისრაელის მიმართულებით დღეს 10-მდე რაკეტა გაისროლეს.

 

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისლამურმა ჯიჰადმა სამხრეთ და ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლეს. 

დღეს, 5 აგვისტოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ. შეტაკებისას დაიღუპა ისლამური ჯაჰადის ერთ-ერთი ლიდერი. 

საჰაერო თავდასხმა ისრაელსა და ღაზას საზღვარზე დაძაბულობის ფონზე მოხდა: ისრაელის სამხედროებმა 2 აგვისტოს ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. დაკავების გამო შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ დაიმუქრა. ისრაელის ოფიციალურმა პირების ცნობით,მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამხედრო და სამოქალაქო მანქანებზე თავდასხმას. 

კომენტარები