დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 80-მდე რაკეტა გაისროლეს

MAHMUD HAMS / AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისლამურმა ჯიჰადმა სამხრეთ და ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლეს. 

რაკეტების გასროლა დაახლოებით 9 საათისთვის დაიწყო. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივის გარეუბანში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა გასროლილი რაკეტა ან ღია ადგილას ჩამოვარდა, ან რკინის გუმბათმა გაანეიტრალა.

10 საათისთვის, IDF-ის ინფორმაციით, დაახლოებით 80 რაკეტა გაისროლეს, აქედან ნახევარი ღაზას სექტორს ვერ გაცდა. საზღვარი 40-ზე მეტმა გადაკვეთა, რომელთაგან 33 რკინის გუმბათმა გაანეიტრალა. დანარჩენები ღია ადგილებში დაეცა. შედეგადაც არავინ დაშავებულა.

დღეს, 5 აგვისტოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ. შეტაკებისას დაიღუპა ისლამური ჯაჰადის ერთ-ერთი ლიდერი. 

საჰაერო თავდასხმა ისრაელსა და ღაზას საზღვარზე დაძაბულობის ფონზე მოხდა: ისრაელის სამხედროებმა 2 აგვისტოს ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. დაკავების გამო შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ დაიმუქრა. ისრაელის ოფიციალურმა პირების ცნობით,მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამხედრო და სამოქალაქო მანქანებზე თავდასხმას. 

კომენტარები