ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ვიქტორ იანუკოვიჩი
tass

ევროკავშირმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი შვილის, ბიზნესმენ ალექსანდრე იანუკოვიჩის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

BBC-ის ცნობით, მათი სახელები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები უკვე ძალაში შევიდა.

ექსპრეზიდენტი და მისი ვაჟი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შელახვის საქმეში მონაწილეობისთვის შეიყვანეს. 

"უკრაინის სასამართლო თვლის, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატში დამნაშავეა უკრაინაში რუსეთის შეჭრისკენ მოწოდების გამო. მისი გადაყენების შემდეგ იგი გადავიდა რუსეთში, საიდანაც განაგრძო ქმედებები უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით". - ნათქვამია გადაწყვეტილების ნაწილში.

კორუფციულ სიას ალექსანდრე იანუკოვიჩი დაემატა. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ის კვლავ აწარმოებს ბიზნესს დონბასის რეგიონში, რომელსაც აკონტროლებენ სეპარატისტული ჯგუფები, განსაკუთრებით ქვანახშირის, ენერგეტიკის, სამშენებლო, საბანკო და უძრავი ქონების სექტორებში".

იანუკოვიჩი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი ევროკავშირის სანქციების სიაში პირველად 2014 წელს მოხვდნენ უკრაინაში რევოლუციის შემდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე.


ბოლო წლებში ევროკავშირმა დაიწყო იანუკოვიჩის პრეზიდენტის თანამდებობის პირებზე შეზღუდვების მოხსნა უკრაინის გამოძიების არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. სანქციების სიაში 18-დან მხოლოდ 7 დარჩა, მათ შორის თავად ვიქტორ იანუკოვიჩიც.

კომენტარები