ქართული ოცნება

მდინარაძე: ნაციონალური მოძრაობის დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია

ნამდვილად არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილი რამდენად გულწრფელია იმასთან დაკავშირებით, ის პოლიტიკიდან წავიდა თუ არა. ამას მე ვერ განვსჯი და ჩემი საქმე არც არის. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნამდვილად ვიცი - ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილის მხარდამჭერი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ალბათ, შიდა დაპირისპირება ამანაც გამოიწვია. დიდი ხანია, ეს ხდება, უბრალოდ ახლა ეს დაპირისპირება ვეღარ დამალეს და გარეთ გამოვიდა. ერთი რაღაც ვაღიაროთ - იმ მცირე მხარდამჭერებში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დარჩა, დიდი ნაწილი მაინც სააკაშვილის მხარდამჭერად რჩება. ეს მისი პარტიის წევრებმაც იციან და დაპირისპირების დროს ამას უფრთხილდებიან და აქამდე ცდილობდნენ, რომ ეს დაემალათ. ფაქტი ერთია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლის შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ მას ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს, საკუთარ თავს იქ ვეღარ ხედავს და პოლიტიკიდან გადის.

კომენტარები