რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა დონეცკში მოქალაქეთა სავალდებულო ევაკუაციას დაიწყებს

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ირპენში მოქალაქეს ეხმარებიან, 2022 წლის 6 მარტი
AP Photo/Andriy Dubchak

უკრაინა დონეცკის ოლქის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას დაიწყებს. მიზეზად სახელდება ის, რომ მომდევნო თვეებში ცივი სეზონი მოახლოვდება, ხოლო რეგიონის გაზმომარაგება რთულ სიტუაციაშია.

ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა და რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა ისაუბრა. 

ვერეშჩუკის თქმით, ევაუაციის შტაბის შექმნა 29 ივლისს გადაწყდა. 

"დონეცკის ოლქში არ არის გაზმომარაგება, ყველა გაზსადენი, რომლის გარემონტებაც შეიძლებოდა, გარემონტდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მტერი ხელახლა ანადგურებს ყველაფერს, რაც ზამთარში ხალხს მოამარაგებდა. ერთი სიტყვით, დონეცკის ოლქში ზამთრის პერიოდში სითბო არ იქნება". – თქვა ვერეშჩუკმა.

ვერეშჩუკმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ვინმე ევაკუაციაზე უარს იტყვის, ვალდებული იქნება შეავსოს უარის თქმის ფორმა, რომ მას ესმის გადაწყვეტილების შედეგები და საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იღებს.

კომენტარები