ტრაგედია გუდაურში

30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

Irakli Garibashvili Official/Fb.com

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანის დაღუპვის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განცხადებას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება". - წერს ის.  

29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი, უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები