რუსეთი

როსკომნადზორმა Новая газета-სთვის რეგისტრაციის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

CNN

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, როსკომნადზორმა Новая газета-სთვის საგამოძიებო საინფორმაციო სააგენტოს რეგისტრაციის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

"სავარაუდოდ, ჩვენი საიტის ლიცენზია და ბეჭდური ვერსია გაუქმდება. როსკონადზორისგან არის ორი სარჩელი, ერთი საიტის წინააღმდეგ, მეორე ბეჭდური გამოცემის წინააღმდეგ" - განუცხადა ნოვაია გაზეტას სპიკერმა ნადეჟდა პრუსენკოვამ CNN-ს. 

მისი თქმით, საიტის ლიცენზიის შესახებ სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს დაინიშნა. 

Новая газета-ს ცნობით, სარჩელი ეფუძნება ორ გაფრთხილებას, რომლებიც მიიღეს 24 და 28 მარტს, ვებსაიტზე ორ სიახლეზე "უცხოური აგენტების" ეტიკეტების არარსებობის გამო.

რუსული გაზეთმა, რომლის რედაქტორიც  ნობელის პრემიის მფლობელია, უკრაინაში ომის დასრულებამდე ონლაინ და ბეჭდურ საქმიანობა 28 მარტს შეაჩერა

2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დმიტრი მურატოვის მედალი აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. თანხა UNICEF-ის შუამავლობით უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება. მედლის გაყიდვის გადაწყვეტილება მურატოვმა 22 მარტს მიიღო. 

 

 

კომენტარები