ქართული ოცნება

წულუკიანი: რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მინისტრები მას 3 წუთითაც არ შევხვედრილვართ

მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები გასაკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მინისტრები, მათ შორის მეც, არამცთუ 3 საათით, არამედ 3 წუთით არ შევხვედრილვართ მას. უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს. მითუმეტეს, რომ ხშირად, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან გავიდა, არაერთი ოპონენტი და ვთქვათ პარტნიორიც გამომცდელ კითხვას გვისვამს ხოლმე - როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი? ეს ჩემთვისაც უკითხავთ. უცნაურია, როდესაც ასეთ კითხვას მინისტრს უსვამ და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმავე პირთან.

თქვა TV იმედის ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, მისივე თხოვნით შეხვდა და ის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.

კომენტარები