ქართული ოცნება

ხუნდაძე: კობახიძეს მხარს ვუჭერ მარგინალური მედიის და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს მარგინალური მედიის და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში!

მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახს და მის ღირსეულ მამას, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა და ებრძოდა რუსეთის იმპერიას.

ღირსეული ადამიანი რომ დააფასო, თავად უნდა იყო ღირსეული. როდესაც არც პიროვნული და არც პროფესიული ღირსება გაქვს, კადრულობ იმას, რაც გუშინ მოვისმინეთ.

სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. დაბალი განათლება, არაპროფესიონალიზმი, უზნეობა და მოღალატეობრივი სულისკვეთება იქცა დღეს ზოგიერთი ქართული მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების კრედოდ.

არაუშავს, ამასაც გავუძლებთ და აუცილებლად გავიყვანთ საქართველოს გამარჯვების გზაზე!

ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერას ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძეც უცხადებს. 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მთავარი არხის ჟურნალისტს, რომელიც დავით არახამიას განცხადებაზე კითხვას უსვამდა.

კომენტარები