რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ФСБ-ს მტკიცებით, უკრაინის დაზვერვის მიერ რუსული თვითმფრინავების გატაცება ჩაშალეს

რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35 ბელარუსში, ბრესტის ბაზაზე მონაწილეობს რუსეთი-ბელარუსის ერთობლივ წვრთნებში. 2022, თებერვალი.
mil.ru

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, ჩაშალეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია, რომელიც რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გატაცებას გულისხმობდა.

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სახელით მოქმედებენ, ცდილობდნენ რუსი სამხედრო მფრინავების გადმობირებას ფულადი ჯილდოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობის სანაცვლოდ. არწმუნებდნენ მათ შეესრულებინათ თვითმფრინავების უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლირებად აეროდრომებზე გადაფრენა და დაშვება". – აცხადებენ ФСБ-ში. 

ФСБ-ს მტკიცებით, ოპერაციას კურირებდნენ NATO-ს ქვეყნების სპეცსამსახურები. მათივე მტკიცებით, მოხერხდა ოპერაციაში მონაწილე უკრაინული სპეცსამსახურების თანამშრომლების დადგენა და ამის შედეგად, შეძლეს რამდენიმე უკრაინულ სამხედრო ობიექტზე იერიშის მიტანა.

კომენტარები