რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: ევროკავშირის სანქციები არ მუშაობს, საჭიროა ახალი სტრატეგია

უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია სჭირდება, ვინაიდან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა არ გაამართლა.

"საჭიროა ახალი სტრატეგია, რომელიც ომის მოგების ნაცვლად, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო წინადადების შემუშავებაზე იქნება ფოკუსირებული". - თქვა ორბანმა რუმინეთში გამოსვლისას.

უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა შეცდომა დაუშვეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას, ვინაიდან მისი თქმით, ეს უკრაინას არ ეხმარება, სამაგიეროდ ევროპის ეკონომიკას ანადგურებს.

კომენტარები