უკრაინა-ევროკავშირი

სტეფანჩუკი: ზუსტად ვიცით, როგორ შევასრულოთ შვიდი მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირისგან მივიღეთ

წლის ბოლომდე პარლამენტი მიიღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელია. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ შევასრულოთ შვიდი მოთხოვნა, რომლებიც უკრაინამ თითქმის ერთი თვის წინ მიიღო.

კერძოდ, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზე – საჭიროა შერჩევისთვის საკონკურსო სისტემის დანერგვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, შევიტანოთ ცვლილებები ოლიგარქების შესახებ კანონში და ა.შ.

წერს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Telegram-ის პირად არხზე.

კომენტარები