საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს სცილდება და ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე უარს ამბობს. თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი წარუმატებელია, ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას სხვანაირად არეგულირებს. და ბოლოს, დასანანია, რომ ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საპარლამენტო მოდელს გაუგო. ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი და ეს არავის ბრალი არ არის ჩვენივე თავის გარდა, რომ ვერ ვიყოლიეთ ისეთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, თუ რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორიცაა საპარლამენტო მოდელი. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ჯერ საპარლამენტო მოდელში ბევრი არ გვყოლია, ყველას გარკვეული კომპლექსი აქვს. მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი იმიტომ, რომ ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს.
ქართული ოცნება
წულუკიანი: საქართველოში საპარლამენტო მოდელის ყველა პრეზიდენტს კონსტიტუციური კომპლექსი აქვს
tbl.ge/6343
დაკოპირდა

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთადერთი ელჩი, რომლის წარდგენასაც ხელი არ მოაწერა, დავით ბაქრაძეა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




