საქართველო-ევროკავშირი

ლომჯარია: ჰარცელზე მსგავსი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია და არის დიდი უსამართლობა

ამ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და არის ძალიან დიდი უსამართლობა, იმიტომ რომ ჩვენ კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე, რომ ძალიან წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ.

თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ირაკლი კობახიძის თქმით, იგი "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სა და საქართველოს ურთიერთობებში", ხოლო ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ "ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო".

კომენტარები