რუსეთი

კადიროვი: ჩეჩნეთის მთებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საჭიროა ისე, როგორც არასდროს

რამზან კადიროვი
TASS

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციას სამხრეთ საზღვრებზე, ჩეჩნეთში, საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება ესაჭიროება.

"თანამედროვე პირობებში რუსეთს სჭირდება ახალი სტრატეგიული სამხედრო შესაძლებლობები. ამასთან დაკავშირებით, ბევრი ცვლილებაა საჭირო, თუმცა, ვთვლი, რომ პირველ რიგში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთებში, რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ისე, როგორც არასდროს. ბაზის განთავსება შესაძლებელია სატანკო ნაწილების ადგილზე, შალინსკის რაიონში". – დაწერა კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე. 

კომენტარები