რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G20-ის სამიტი ოფიციალური კომუნიკეს გარეშე სრულდება

Mast Irham / Pool via REUTERS

ინდონეზიაში გამართულ ორდღიან შეხვედრაზე, დიდი ოცეულის, G20-ის ფინანსთა მინისტრებმა რიგ საკითხებზე კონსენსუსს მიაღწიეს, მათ შორის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ. თუმცა,  უკრაინაში რუსეთის ომზე განსხვავებული პოზიციები აქვთ.

აშშ-ს სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ უთანხმოების გამო სამიტი ოფიციალური კომუნიკეს გარეშე სრულდება, მაგრამ ჯგუფი სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის გადაჭრის აუცილებლობაზე შეთანხმდა.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს და დაადანაშაულეს უკრაინაში ომის დანაშაულებში. G20-ის სხვა ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა, შეფასებებში უფრო თავშეკავებულები არიან.

კომენტარები