რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებით დასავლეთის დაშანტაჟება ბევრად მარტივი იქნება

Michael Kappeler/picture-alliance/dpa/AP

გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ეწინააღმდეგება, რადგან იგი თვლის, რომ ეს ნაბიჯი დასავლეთს კრემლის წინაშე კიდევ უფრო დაუცველს გახდის. 

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება პრობლემებს არ მოაგვარებს, მაგრამ ამ ნაბიჯით, ჩვენი დაშანტაჟება ორჯერ უფრო მარტივი იქნება". - თქვა ბერბოკმა. 

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ყველაზე სასტიკი სახით დარღვევის მიღება და მასზე თვალის დახუჭვა ერთგვარი მოსაწვევია მათთვის, ვისაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია სძულს. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, სანამ ეს კიევს დასჭირდება.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სანქციები შესრულდეს და ჩვენი საზოგადოების პოზიციები არ გაიყოს". - აღნიშნა ბერბოკმა. 
 

კომენტარები