რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხოშტარია: ომის პერიოდში რუსეთი გახდა საქართველოს ნომერ პირველი ნავთობიმპორტიორი

ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის სანქციების თავიდან არიდებისა და ზოგადად, ამ საშინელი ომის პერიოდში რუსეთის მხარდაჭერაზე. დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებთ, რაც არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი. მოგეხსენებათ, ნავთობი არის რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. რუსული ომის მანქანა სწორედ ნავთობით იკვებება და შესაბამისად, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სანქცირების დროს, არის რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება.

ამ პირობებში, 2021 წელს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან იყო მესამე ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში რუსეთი გახდა საქართველოს ნომერ პირველი ნავთობიმპორტიორი ქვეყანა. ანუ, ჩვენ სისხლის მანქანას პირდაპირ ვაწვდით ფულს. გარდა ამისა, მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. რაც მთავარია, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საქართელოში საწვავის ფასი არ გაიაფებულა. ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოპთ ნავთობი. არა საქართველო, არამედ ქართული ოცნების ოლიგარქიული მმართველობა უნდა იყოს დასანქცირებული.

ამბობს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.

კომენტარები