ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე: რუსთაველზე ორი კაცი თავს დაგვესხა

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ორი კაცი თავს დაესხა. სამნიძე ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"ესეც მოხდა. თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს". - წერს ხათუნა სამნიძე.

ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები