ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 13 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.02 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.27 თეთრით გაუფასურდა. 13 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8643 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8815 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.90 ლარია, ერთი ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის შეძენა 2.88 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 2.89 ლარად. 

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ.

კომენტარები