კორონავირუსი საქართველოში

1 კვირაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობა 8.1%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 4-11 ივლისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი და დადასტურდა 5 154 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 338 ადამიანი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია  8.1%. ქვეყანაში 4 752 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 668 153 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 645 917 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 847.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები