ჩოგბურთი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა შესაძლოა US OPEN-ის ტურნირზე ვერ ითამაშოს

BBC

10 ივლისს ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 21-ე გრანდ სლემის ტიტული მოიპოვა. სერბა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ნიკ კირიოსი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და უიმბლდონის ტურნირის ჩემპიონი გახდა.

უიმბლდონის ჩემპიონმა შესაძლოა ვერ ითამაშოს მომდევნო გრანდ სლემის ტურნირზე, US Open-ზე, მიზეზი კორონავირუსზე აუცრელობაა. ამ მომენტისთვის ამერიკის ღია პირველობაზე ჯერ კიდევ მოქმედებს პანდემიის დროს შემოღებული სავალდებულო აცრის წესი.

"აცრილი არ ვარ და არც ვაპირებ ავიცრა. ჩემი ერთადერთი იმედია იქამდე აშშ-ში გაუქმდეს მწვანე ბარათები, თუ რაც ქვია. არ მგონია რომ გამონაკლისი დაუშვან და დამიშვან ტურნირზე, იქამდე თამაშს არ ვაპირებ, უიმბლდონი დამღლელი იყო და დასვენებისთვის დრო მჭირდება". – ამბობს ჩოგბურთელი.

წელს უიმბლდონზე არ დაიშვნენ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები, რის შემდეგაც ATP-მ გადაწყვეტა სარეიტინგო ქულები არ გაეთამაშებინა. ამის გამო, გამარჯვების მიუხედავად ჯოკოვიჩი რეიტინგში იგივე, მეშვიდე ადგილს იკავებს.

კომენტარები