საქართველოს პარლამენტი

ცაგარეიშვილი: არახამიამ გამარჯობა იცის ქართულად მარტო, ერთ სამ სიტყვას მე შევახსენებდი

მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ოცნებას ხმა არახამიებისნაირების გულის გასახეთქად. ეს გვარით არის ქართველი, თორე არაფერი სცხია ქართველობის... სად არის მტკიცებულებები, რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ მე აქედან ვაგზავნი რაღაცებს პუტინისთვის, რომ მერე მან ესროლოს უბედურ უკრაინელ ხალხს?! ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს ე.წ. ქართველი, მასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასეთი ქართველები იყვნენ, რომლებმაც ამოაგდეს და მოსპეს საქართველო, ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას. გამარჯობა იცის მარტო, ერთი სიტყვა ქართულად, ახლა აქ რომ მედია არ იყოს, ერთი სამ სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარეზე და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ დავით არახამიაზე.

კომენტარები