რუსეთი

რუსეთში დაკავებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა

Mediazona

რუსეთში დაკავებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, ბრიტნი გრაინერმა დანაშაული აღიარა. WNBA-ს ვარსკვლავს ნარკოტიკების შენახვა და საზღვარზე გადმოტანა ედება ბრალად. 

თებერვალში გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.

5 ივლისს გრაინერმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიწერა წერილი და სთხოვა "ყველაფერი გააკეთოს" მისი გათავისუფლებისთვის. 

ბრიტნი გრაინერი ქალთა კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედი ვარსკვლავია. არის NBA-ს გამარჯვებული, ორი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქალთა All Star-ის რვა გზის მონაწილე. 2013 წლიდან თამაშობს ფინიქს მერკურიში, 2015 წლიდან პარალელურად, NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ ასევე თამაშობს რუსულ კლუბში УГМК.

კომენტარები