ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის ახალი ტიზერ ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

კინოსტუდია Amazon-მა ბეჭდების მბრძანებლის სერიალის, The Rings of Power-ის ახალი ტიზერ ტრეილერი გამოაქვეყნა.

სერიალის მოქმედება ჰობიტისა და ორიგინალი ტრილოგიის ამბებამდე ათასობით წლით ადრე ვითარდება. ამ პერიოდში შედგა ელფებისა და ადამიანების უკანასკნელი ალიანსი, საურონის აღზევება და ძალაუფლების ბეჭდების გამოჭედვა. 

ფილმში მთავარ როლებს მორვედ კლარკი, ბენჯამინ უოკერი, რობერტ არმაილო, პიტერ მალანი და სხვები ასრულებენ. სერიალი ჯონ რ.რ. ტოლკინის ნაწარმოებებს ეფუძნება.

ცოტა ხნის წინ Vanity Fair-მა ბეჭდების მბრძანებლის სერიალის, ძალაუფლების ბეჭდების პერსონაჟებისა და გადასაღები მოედნის პირველი კადრები გამოაქვეყნა.

მომავალი სერიალის კიდევ ერთი ტრეილერი 14 ივლისს გამოვა.

The Rings of Power-ის პრემიერა სტრიმინგის სერვისზე Amazon მიმდინარე წლის 2 სექტემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები