ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ ახდენს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. ამიტომ, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს – უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, შესაბამისად, არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო განცხადება.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
იონათამიშვილი მაკფოლზე: არგუმენტის გარეშე ასეთი განცხადება ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო
tbl.ge/62hp
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი სანქციებთან დაკავშირებით რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის კომენტარს. მაკფოლი ამბობს, რომ ჯგუფში საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქეებზე სანქციების დაწესებას განიხილავენ.
ამავე თემაზე
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
- უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
- უკრაინამ აზოვის ზღვაში კიდევ 11 რუსულ გემზე მიიტანა იერიში
- ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა
- მაკრონის თქმით, უკრაინა ფრანგული იარაღის წარმოების ლიცენზიას მიიღებს




