ქართული ოცნება

კობახიძე: საქართველოში ომი მძიმე იქნება რუსეთისთვის, სამხედროები უნდა მოაცდინოს

საქართველოში რომ დაიწყოს ომი, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მძიმე რუსეთისთვის, იმიტომ, რომ რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო უნდა მოაცდინოს საქართველოში თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით. შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ რამდენი ათეული ათასი, ესეც ზუსტად ვიცი. რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოლდოვისგან განსხვავებით, მოლდოვაში არაფერი არ გართულდებოდა. საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები