სანტანა

კარლოს სანტანამ კონცერტის დროს გონება დაკარგა

დეტროიტში, კონცერტზე ლეგენდარულმა გიტარისტმა, კარლოს სანტანამ გონება დაკარგა. მუსიკოსი სცენიდან საკაცით გაიყვანეს და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით მუსიკოსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"მადლობა ლოცვისთვის, მე და სინდი(სანტანას ცოლი) თავს კარგად ვგრძნობთ. ჭამა და წყლის დალევა დამავიწყდა, გაუწყლოების გამო გონება დავკარგე". – წერს სანტანა.

მუსიკოსის მენეჯერმა დაადასტურა, რომ სანტან თავს კარგად გრძნობს, თუმცა 6 ივლისს პენსილვანიაში ჩანიშნული კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდება.

კარლოს სანტანა 60-70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკ მუსიკოსია. სანტანას ორიგინალური ჟღერადობა აქვს, რომელიც როკ ნ როლისა და ლათინოამერიკული ჯაზის ნაზავია. გიტარისტი ლეგენდარული ვუდსტოკის კონცერტის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო. მის ცნობილ კომპოზიციებს შორის არის Oye Como Va, The Game of Love, Black Magic Woman.

კომენტარები