რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთის საბაჟომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა

უკრაინის ელჩის თურქეთში, ვასილ ბოდნარის თქმით, თურქეთის საბაჟომ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი დააკავა.

"ჩვენ უკრაინასთან სრული თანამშრომლობა გვაქვს. ამჟამად გემი, რომელიც თურქეთის საბაჟო ორგანოებმა დააკავეს, პორტის შესასვლელთან დგას". - თქვა ბოდნარმა. 

ელჩის თქმით, რუსული გემის საკითხს 4 ივლისს, საგამოძიებლო სხდომაზე გადაწყვეტენ. 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა თურქეთისგან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის დაკავებას მოითხოვდა, რომელსაც მარცვლეული რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკიდან გადაჰქონდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა უკრაინის კუთვნილი დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული.

თურქეთის იუსტიციის სამინისტროსთვის 30 ივნისით დათარიღებულ წერილში უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს, რომ გემი მონაწილეობდა “უკრაინული მარცვლეულის უკანონო ექსპორტში”.

კომენტარები