რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩვენი მონაწილეობა დიდი ხნის წინ განვსაზღვრე

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი
DW

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მან "დიდი ხნის წინ განსაზღვრა" ბელარუსის როლი რუსეთ-უკრაინის ომში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ და ბელარუსმა დიდი ხნის წინ შექმნეს "შეიარაღებული ძალების ერთიანი ჯგუფი".

ლუკაშენკომ ამის შესახებ 3 ივლისს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. 

"ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მხარს ვუჭერთ რუსებს ამ ბრძოლაში. ვინც გვკიცხავს, ​​არ იცოდით, რომ ყველაზე ახლო ალიანსი გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან? იმ სახელმწიფოსთან, რომლითაც ვაშენებთ ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს - საკავშირო სახელმწიფოს, სადაც ორი დამოუკდებელი ერია გაერთიანებული. 

რა, მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ დიდი ხანია შევქმენით შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება ბელარუსისა და რუსეთის კავშირში? ფაქტობრივად, ერთი ჯარი. თქვენ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გვსაყვედურობთ დღეს? ჩვენ ერთად ვიყავით და ვიქნებით მოძმე რუსეთთან ერთად. სპეციალურ ოპერაციაში ჩვენი მონაწილეობა დიდი ხნის წინ განვსაზღვრე".- ამბობს ლუკაშენკო

ლუკასენკომ დასძინა, რომ "ბელარუსები არასდროს დაუშვებენ, რომ რუსებს ზურგში ესროლოს ვინმემ".

კომენტარები