თავდასხმა ვატო წერეთელზე

პაპუაშვილი აშშ-ს საელჩოზე: როცა მოწვეულია ძალადობით ცნობილი, პროვოკაცია არ უნდა იყოს

ეს დღე არ იყო მხოლოდ აშშ-თვის, ჩვენ ასევე 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის დღეს აღვნიშნავდით და რა თქმა უნდა, ამ მხრივ, პროვოკაციით ამ დღეს ჩრდილი მიადგა, რაც სამწუხაროა. მესმის ორგანიზატორების, მათი პასუხისმგებლობა არის, რომ მშვიდი გარემო იყოს სტუმრებისთვის. როდესაც მოწვეულთა შორის არის ადამიანი, რომელიც ვერბალური და ფიზიკური ძალადობით არის ცნობილი, ვახტანგ წერეთელს ვგულისხმობ, ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში სწორედ ძალადობით შემოგვივარდა სხდომათა დარბაზში, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ადამიანი არის ღონისძიებაზე, მნიშვნელოვანი, წინასწარ მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები და იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევები აღარ იქნება. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები