ჯორდან პიტერსონი

პიტერსონს Twitter-ზე წვდომა ელიოტ პეიჯის არასწორი გენდერით მოხსენიებისთვის შეუჩერდა

კლინიკური ფსიქოლოგი და პროფესორი, ჯორდან პეტერსონი

კლინიკურ ფსიქოლოგსა და პროფესორს, ჯორდან პიტერსონს Twitter-მა ანგარიშზე წვდომა მსახიობ ელიოტ პეიჯის "არასწორი გენდერით" მოხსენიებისთვის შეუჩერა.

"გახსოვთ ის დრო, როცა სიამაყე ცოდვა იყო? ელენ პეიჯმა კი მკერდი კრიმინალი ექიმების დახმარებით მოიკვეთა". - წერს პიტერსონი. 

ამის შემდეგ, პიტერსონის შვილმა, მიკაილამ პიტერსონის ანგარიშის შეჩერებასთან დაკავშირებით ილონ მასკი, Twitter-ის ახალი მფლობელი მონიშნა და დასძინა, რომ "ამჟამად, პლატფორმა ნამდვილად არ იცავს სიტყვის თავისუფლებას". 

პიტერსონმა მსახიობის დაბადების სახელი და შესაბამისი ნაცვალსახელი (her) გამოიყენა, თუმცა კანადელი მსახიობი ახლა საკუთარ თავს ელიოტს უწოდებს და თავს მამაკაცად აღიქვამს. 

Twitter-ის ადმინისტრაციამ პიტერსონს აცნობა, რომ მისი კომენტარები სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს არღვევს, რომელიც, ამ შემთხვევაში, გენდერული იდენტობის გამო სხვა ადამიანის მიმართ ძალადობის წახალისებას გულისხმობს.  

აქამდე, პიტერსონი კანადის მთავრობის კანონპროექტ C-16-ს სიტყვის თავისუფლების მოტივით ეწინააღმდეგებოდა. მისი აზრით, ცვლილება არასამართლიანია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ტრასგენდერი ადამიანებისთვის სასურველი ნაცვალსახელით მიმართვაზე უარს ამბობს. 

კანონპროექტი C-16-ი ტრანსგენდერთა, ან გენდერულად განსხვავებულ მოქალაქეთა უფლებებს იცავს.

კომენტარები