ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მე-3 წრეში დამარცხდა

Faktebi

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან, ანგარიშით 3:0 დამარცხდა. 

ვან რეიტჰოვენი მსოფლიო რეიტინგში 104-ე ადგილს იკავებს, თუმცა შესანიშნავ ფორმაშია. ნიდერლანდელმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. 

ბასილაშვილი უიმბლდონზე ასპარეზობას წყვილთა თანრიგში გააგრძელებს. მისი მეწყვილე მოლდოველი არნო ალბოტია. წყვილმა პირველი ტური წარმატებით გაიარა.

უიმბლდონის წლევანდელი ტურნირი ბელარუსი და რუსი სპორტსმენების გარეშე ტარდება. გარდა ამისა, ATP-ის გადაწყვეტილებით სპორტსმენები არ მიიღებენ სარეიტინგო ქულებს. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია, ამ დროისთვის ის მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს. ბასილაშვილი საქართველოს მოქმედი პირველი ჩოგანია.

კომენტარები